რუსთავში დედა და ორი შვილი გაზით მოიწამლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ იცოცხლლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik.პარასკევს საღამოს რუსთავის მე-17 მიკრორაიონში, სამი ადამიანი, დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ნახშირორჟანგით მოიწამლა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

მოწამლული დედა და შვილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებათ.

როგორც „სოკარ გაზის" რუსთავის ფილიალში აცხადებენ, მოწამვლა არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

გასულ სეზონზე, შემოდგომიდან გაზაფხულამდე ნახშირორჟანგით მოწამლვით რუსთავში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0