„Sputnik-საქართველომ“ საკუთარ მკითხველს მოუმზადა მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ადგილების ფოტოკადრები. ეს დედამიწის ის საოცარი კუთხეებია, რომლებშიც ყველამ უნდა იმოგზაუროს.

ვატიკანისა და სრულიად კათოლიკური სამყაროს გული, წმინდა პეტრეს ტაძარი - რომის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობა. აქ შესაძლებელია ძველი რომის ხილვა, ტაძრის გუმბათისა და კედლების სილამაზით ტკბობა, მესაზე დასწრება და პონტიფიკატის კურთხევა

2/10
ანგკორ-ვატის ტაძარი კამბოჯაში - საკულტო შენობებს შორის ყველაზე მაღალი ნაგებობა, რომლის ისტორიაც თითქმის 9 ათას წელს იტვლის. სატაძრო კომპლექსის მონუმენტურობაზე მეტყველებს მისი სახელწოდებაც, ვინაიდან ანგკორ-ვატი ქართულად ქალაქი-ტაძარია. მისი მოცულობა 200 ჰექტარია და გარშემორტყმულია 190 მეტრის სიგანის თხრილით. ეს უზარმაზარი შენობა ღმერთ ვიშნუს, უმთავრეს ღმერთს ინდუისტურ აღმსარებლობაში

მაჩუ-პიქჩუ, აღიარებულია მსოფლიოს ახალ საოცრებად, მდებარეობს პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. მას უწოდებენ "ქალაქს ზეცაში" ან "ქალაქს ღრუბლებში", ხანდახან "ინკების დაკარგულ ქალაქადაც" მოიხსენიებენ. ზოგიერთი არქეოლოგი მიიჩნევს, რომ ეს ქალაქი ინკების იმპერატორმა პაჩაკუტიმ დაახლოებით 1440 დააარსა. ქალაქი 1532 წლამდე ფუნქციონირებდა, თუმცა შემდეგ ინკების იმპერიაზე ესპანელები შეიჭრნენ. 1532 წელს ცაში გაშენებული ქალაქის მცხოვრებები გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდნენ

4/10
შეიხ ზაიდის მეჩეთი მსოფლიოს ექვსი უდიდესი მეჩეთებიდან ერთ-ერთია. ეს სახელწოდება არაბეთის გაერთიანებული საამიროების დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის, შეიხი ზაის ბინ-სულთან ან-ნაჰაიანის პატივსაცემად დაერქვა. ბევრი სხვა მუსლიმური ტაძრისგან განსხვავებით, მასში უშვებენ ყველა მსურველს, მიუხედავად აღმსარებლობისა

თაჯ-მაჰალის მავზოლეუმი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა არამხოლოდ ინდოეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. შენობა ააგო იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა საკუთარი მესამე მეუღლის, მუმთაზ-მაჰალის პატივსაცემად, რომელიც მშობიარობის დროს გარდაიცვალა. თაჯ-მაჰალი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ შენობად და სამუდამო სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა

რთულად მოხატული კედლები, მოზაიკური ორნამენტები, ასობით მოჩუქურთმებული სვეტი - ასეთია კორდობას მეჩეთი დღეს. საუკუნეების წინ ამ ადგილზე ძველი რომაული ტაძარი იდგა, შემდეგ ის ვესტგუთურმა ეკლესიამ ჩაანაცვლა, ხოლო 785 წელს აიგო მესკიტა. ის მნიშვნელობით მეორე მეჩეთი გახდა პლანეტაზე. კორდოვაში მომლოცველობას მექაში თითოეული მუსლიმის მოსალოცად ჩასვლის აუცილებლობასაც კი ადარებენ. თუმცა მოგვიანებით კათოლიკები მავრებმა ჩაანაცვლეს და მესკიტა ქრისტიანულ ტაძრად გადაკეთდა.

იორდანიის შუაგულში, ვადი-მუსა ხეობაში, ქვიშის მთებს შორის უძველესი საოცარი ქალაქი პეტრა მდებარეობს. თავდაპირველად პეტრა დროებითი თავშესაფარი იყო ნაბატელებისათვის. რამდენიმე გამოქვაბულიდან შეიქმნა დიდი ქალაქი, სადაც მხოლოდ სიკის ციცაბო ხეობის გავლით მიდის გზა. პეტრა დღემდე ეკუთვნით ბედუინებს, რომლებიც სიხარულით ეგებებიან სტუმრებს საკუთარ მიწაზე

პაგოდა შვედაგონი ყველაზე მაღალი სასულიარე შენობაა მიანმაში. გიგანტური პაგოდას სრული კომპლექსი ხუთ ჰექტარზე მეტ მიწას მოიცავს, სადაც ძირითადი შენობის გარდა, აგებულია ბევრი პატარა ნაგებობა და მითიური და რეალური ცხოველების სკულპტურები: ოქროს გრიფონები და სპილოები, დრაკონები და ლომები. დღევანდელი სახე შვედაგონ პაგოდამ XV საუკუნეში მიიღო, დედოფალი შინსობუს მმართველობისას. ზუსტად მაშინ გიგანტურ ტაძარს საბოლოოდ მიეცა გადაბრუნებული ფინჯნის ფორმა და თავიდან-ბოლომდე მოოქროვდა

ქრისტეს აღდგომის ტაძარი

ბაიონი - ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ტაძარი, რომელიც ანგკორის ტერიტორიაზეა და მის რელიგიურ ცენტრად მიიჩნევა. ბაიონის "ღირსება" ქვისგან ნათალი სახეებით მორთული კოშკებია, რომლებიც ტერიტორიას დიდი სიმაღლიდან დაჰყურებენ. თავდაპირველად ანგკორ ტომის ტერიტორიაზერ 54 კოშკი იდა, რაც მეფის მფლობელობაში არსებული პროვინციების რაოდენობის სიმბოლო იყო. დღეისათვის მათგან 37 შემორჩა