გრძელდება მორიელის პერიოდი, შესაბამისად როგორც კარგი, ისე ნეგატიური დღეებიც გველის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ახალმთვარეობას, რომელიც შაბათს, 18 ნოემბერს იქნება.
რა მოხდება ახალმთვარეობაზე?
ახალმთვარეობა რთული დღეა. ახალმთვარეობის პიკი 15:43 საათზე მოხდება. მთელი დღე რთული იქნება, რადგან მზე და მთვარე მორიელის ნიშანში შევლენ. თანაც მზე და მთვარე ურთიერთკავშირში იქნებიან, ამ დროს კი მათი ენერგეტიკები ერთმანეთს ვერ ეგუება. ამიტომ კოსმოსში გარკვეული ენერგეტიკული კონფლიქტი იქმნება. შესაძლოა, ამის გამო ადამიანებმა განწყობის მკვეთრი ცვლილებები იგრძნონ.
ახალმთვარეობაზე არაფრის ახლის წამოწყება არ ღირს. საქართველოში ძველად მშვენივრად იცოდნენ, რომ ახალმთვარეობაზე მცენარეების მორწყვაც კი არასასურველია და მით უმეტესს, ზამთრის მარაგის გაკეთება, რადგან ის მალე გაფუჭდება.
ახალმთავრეობაზე არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების წამოწყება, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმართვა, სერიოზული ხელშეკრულებების ხელმოწერა.
უმჯობესია ეს დღე მშვიდად და დაძაბულობის გარეშე გაატაროთ. ენერგეტიკა ისედაც ძალიან დაძაბულია, კონფლიქტურობასა და ტრავმატიზმს ავარიულობასთან ერთად ყველაზე მაღალი დონე სწორედ 18 ნოემბერს ახასიათებს. შეიძლება დაისახოს სამომავლო გეგმები, მაგრამ არაფრის ახლის წამოწყება არ ღირს.
ამ დროს — არანაირი სარიკსო საქმე და ურთიერთობების გარკვევა! დღე რაც შეიძლება მშვიდ გარემოში გაატარეთ.
რას იგრძნობენ ადამიანები?
ეს კვირა ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველი ნაწილია 16 ნოემბრამდე პერიოდი. ეს რთული პერიოდია, დედამიწის ენერგეტიკა არასტაბილურია. მოიმატებს გაციების, ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი, რომელიც იმუნიტეტის დაქვეითებით იქნება გამოწვეული.
გარდა ამისა, ზოგიერთ ადამიანებს ზედმეტი ჭამის პრობლემა შეექმნებათ. შრომისუნარიანობა დაიკლებს, პასიურობა და დაღლილობა მოიმატებს. საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი ინტერესი შემცირდება.
იქნება შეცდომები, უსიამოვნებები, სასიყვარულო ურთიერთობებში შეიძლება კონფლიქტები მოხდეს. გართულდება ურთიერთმომგებიანი შეთანხმების მიღწევა.
შეიძლება მოხდეს ტექნოგენური ავარიები, რაც უყურადღებობით, შეცდომებით და რაიმე გაუმართაობით იქნება გამოწვეული. ყოფითი ტრავმატიზმი, ეკოლოგიური კატასტროფები — ეს ყველაფერი მოსალოდნელია. ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკისა და აქციების საბირჟო კურსზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ამიტომ უმჯობესია მნიშვნელოვან საქმეებს 16 ნოემბრის შემდეგ მოეკიდოთ, როდესაც დედამიწის მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყება. ამასთან ერთად ბევრ ადამიანს სასიცოცხლო ტონუსის მომატება შეეტყობა.
18 ნოემბრის შემდეგ, ყველაფერი უფრო მშვიდი და პერსპექტიული გახდება. მაგრამ ზოგიერთი ამ გაუმჯობესებას 16 ნოემბერსაც შეამჩნევს. ამიტომ კვირის მეორე ნახევარი უფრო პოზიტიური იქნება, შაბათი დღის გარდა.