ალეკო ხელაშვილი: წოპეს მოწაფე ვარ. ოპერაციების კეთება პირველად მისი ხელმძღვანელობით დავიწყე
„ბატონ ვახტანგს თავისებური მიდგომა ჰქონდა და დღესაც ვთვლი, რომ ეს სწორი და საუკეთესო იყო“- განუცხადა “Sputnik- საქართველოს“ ალეკო ხელაშვილმა.
ალეკო ხელაშვილი- ექიმი, რომელიც პლასტიკური ქირურგიის დარგში უკვე 40 წელი მოღვაწეობს. აქედან მოსკოვში 22 წელი იყო. იგი ცნობილი ექიმის, ვახტანგ ხურციძის, წოპეს მოწაფეა. 1976 წლიდან საქართველოს და რუსეთის სხვადასხვა კლინიკებში ექიმ ქირურგად მუშაობს. არის მოსკოვის პრემიის ლაურეატი მედიცინის დარგში, მინიჭებული აქვს ექიმ ქირურგის უმაღლესი კატეგორია და რუსეთის პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიური ქირურგიული საზოგადოების ნამდვილი წევრია.