„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 10 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორიის, სამგორი-I დასახლების, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოლოლაკის ხევის, კომკავშირის ხეივნის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბოტანიკის, პუშკინის, ვაჩნაძის, ასათიანის, ბარათაშვილის, გუდიაშვილის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის, კალანდაძის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის და ზემო ვაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქობავას და ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის მოედნის, ნინო ჩხეიძის, თოიძის, წმინდა ნიკოლოზის, ბუხაიძის, გორკის და ციმაკურიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათის, ფეიქართა და ანდრონიკაშილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, დავით სარაჯიშვილის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღომის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დიდი დიღმი III მიკრორაიონის ნაკვეთების, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნი და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 12:30:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და გიორგი წერეთლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0