სპეცოპერაცია ფონიჭალაში: ოთხი დაკავებულიდან ორი ქალია

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრულის ეკიპაჟი
პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის გარეუბანში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შსს-მ ფონიჭალაში ერთდროულად ოთხი სპეცოპერაცია ჩაატარა. ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირიდან ორი ქალია. ყველა მათგანი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს.

დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვა–გასაღებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0