შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

© AP Photo / Eric Risbergდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა სოფელ რუისში მოქალაქეს ფიზიკური ძალადობის მუქარით თანხა გამოსძალა.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1981 წელს დაბადებული მ.ბ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ რუისში მოქალაქეს ფიზიკური ძალადობის მუქარით თანხა გამოსძალა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ყველა ახალი ამბავი
0