„რა თქმა უნდა, ჯობს, რომ ადამიანს ზოგადად, იქნება ეს ექიმი თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ისეთი სამუშაო რეჟიმი ჰქონდეს, რომელიც უზრუნველყოფს მის პროდუქტიულ მუშაობასაც და დასვენებასაც, თუმცა ექიმებისთვის ეს ხშირად არ არის ხელმისაწვდომი და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა. უბრალოდ, რაღაც ლოგიკური ზღვარი უნდა ჰქონდეს ამას. თუმცა, რაიმე სახის აკრძალვაზე ან რეგულაციაზე ამ მხრივ ჩვენ ამ მომენტში არ ვმუშაობთ“, — აღნიშნა დავით სერგეენკომ გადაცემაში „პირისპირ“.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ საინფორმაციო საშუალებებთან საუბრისას ჯერ ექიმებისთვის ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობის აკრძალვაზე ისაუბრა, ხოლო შემდეგ მანვე განმარტა, რომ ისეთი სისტემის შექმნა ჰქონდა მხედველობაში, რომლის პირობებშიც ექიმს არ მოუწევდა რამდენიმე ადგილზე მუშობა, რაც მის დაღლას და გამოფიტვას იწვევს.