საფრანგეთის ექს-მინისტრი იუნესკოს გენერალური დირექტორი გახდა

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიიუნესკოს ახლადარჩეული გენერალური დირქტორი ოდრი აზულე
იუნესკოს ახლადარჩეული გენერალური დირქტორი ოდრი აზულე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმა გენერალურმა დირექტორმა მთავარ პრიორიტეტად იუნესკოსადმი ნდობის აღდგენა დაასახელა, არამარტო წევრ ქვეყნებს შორის, არამედ მსოფლიოს, საზოგადოებრივი აზრისა და სამოქალაქო საზოგადოების წინაშე

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. იუნესკოს გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე, რომელიც პარიზში პარასკევს გაიმართა, ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტზე საფრანგეთის კულტურის ექს-მინისტრი ოდრი აზულე დაამტკიცეს, იუწყება РИА Новости.

ბულგარეთის წარმომადგენელ ირინა ბოკოვას, რომელიც გენერალური დირექტორის პოსტს 2009 წლიდან ზედიზედ ორი ვადის განმავლობაში იკავებს, უფლებამოსილება ეწურება.

აზულეს მხარი დაუჭირა 131-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 19. კენჭისყრაში მიღების უფლება 184 ქვეყნის წარმომნადგენელს ჰქონდა.

ოდრი აზულე ოქტომბრის დასაწყისში იუნესკოს გენერალური დირექტორი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს კენჭისყრის შედეგებით გახდა. ბოლო ტურში მისი ოპონენტი დიპლომატი კატარიდან ჰამად ბინ აბდულაზიზ ალ-კავარი იყო.

იუნესკოს ლოგო ორგანიზაციის შტაბ-ბინის წინ პარიზში - Sputnik საქართველო
აშშ იუნესკოდან გადის

„ვფიქრობ, რომ სირთულეები, რომლებსაც დღეს იუნესკო აწყდება — ეს არის პოლიტიკური და ფინანსური სირთულეები, მაგრამ არა სტრატეგიული“, — განაცხადა აზულემ სესიაზე.

აშშ-ის იუნესკოდან გამოსვლის გადაწყვეტილების კომენტირებისას, ახალმა გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს „ღია კარის პოლიტიკას და აშშ-ის სამოქალაქო საზოგადოებებთან მუშაობას“.

„ვფიქრობ, რომ ეს როგორც იუნესკოს, ისე ამ ქვეყნების ინტერესებშია — ერთობლივი მუშაობის გაგრძელება. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციებიდან გამოსვლამ, საერთაშორისო მოლაპარაკებებიდან გამოსვლამ კატასტროფა შეიძლება გამოიწვიოს“, — ხაზგასმით აღნიშნა აზულემ.

მისი თქმით, ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანასთან დიალოგი იუნესკოს საერთო ამოცანას წარმოადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0