ქართველი სამხედროები ავღანეთიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ

© FB / Ministry of Defence of Georgiaსაქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი, როტაციის წესით, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა შეცვალა.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
ავღანეთში ქართული კონტინგენტის რაოდენობა არ შეიცვლება

ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკის საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი დახვდნენ.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას შვიდი თვის განმავლობაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართულ სამეკავშირეო ჯგუფთან ერთად ასრულებდა.

ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლი იყო.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი, როტაციის წესით, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა შეცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0