კოლუმბიის პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსის ინფორმაციით, ქვეყანაში 12 ტონა კოკაინის კონფისკაცია მოხდა. მისი თქმით, ეს რეკორდული მაჩვენებელია. იხილეთ ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ვიდეოკადრები.
რადიო RCN აღნიშნავს, რომ პოლიციის ოპერაციას ერქვა "აგამემნონ-2", რომელიც ანტიოქიის დეპარტამენტში ჩატარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".
"მას შემდეგ, რაც 40 წლის წინ ნარკოტიკებთან ბრძოლა დავიწყეთ, პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ რაოდენობის კოკაინის კონფისკაცია მოვახერხეთ", — განაცხადა სანტოსმა.
რეკორდული რაოდენობის ნარკოტიკების პარტია კოლუმბიის ერთ-ერთ უდიდეს ბანდას ეკუთვნოდა.