თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინას 2018 წლის 17-19 იანვარს ესტუმრება, იუწყება РИА Новости უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
კობახიძის მომავალი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ქართველი პარლამენტარებისა და უკრაინის ვიცე-პრემიერ ივანა კლიმპუშ-ცინცაძის შეხვედრაზე პარასკევს გავრცელდა.
შეხვედრაზე ქართველმა დეპუტატებმა და კლიმპუშ-ცინცაძემ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„მხარეებმა ორი სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის ნაწილში განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალისხმევის კოორდინაცია“, — ნათქვამია განცხადებაში.