თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ოკლაჰომაში მცხოვრებ ქალს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ბიოლოგიურ დედაზე ქორწინების გამო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Tulsa World-ზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, 26 წლის მისტი სპენს მაქსიმალური ვადა შეეფარდა დანაშაულისთვის, რასაც ინცესტში ბრალდებულებისთვის ითვალისწინებს ქვეყნის კანონმდელობა. ბრალი ასევე წაუყენეს მისტის დედასაც, 44 წლის პატრიშია სპენსს, მაგრამ ქალმა ბრალი არ აღიარა. მის საქმეს სასამართლო 2018 წლის იანვარში განიხილავს.
Duncan woman sentenced for incest in marriage to biological mother https://t.co/bjPTowUPHW pic.twitter.com/4dGtapk2ol
— Tulsa World (@tulsaworld) 9 ноября 2017 г.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისტი სპენი ბებიასთან იზრდებოდა, ვინაიდან პატრიშიას დედობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. 2014 წელს დედა-შვილი ერთმანეთს შეხვდა, ხოლო ორი წლის შემდეგ დაქორწინდნენ.
აღსანიშნავია, რომ მისტი სპენისთვის ეს პირველი ქორწინება არ ყოფილა. 2008 წელს ის უკვე იყო გათხოვილი საკუთარ შვილზე, თუმცა დაქორწინებიდან 15 თვეში ხელისუფლებამ ქორწინება გააუქმა.