აჯაფსანდალი მოსკოვში – ქართულ სამზარეულოს Food Show 2017-ზე წარმოადგენენ

© Courtesy of Nadija Timonenსაცივი და ბადრიჯანი
საცივი და ბადრიჯანი - Sputnik საქართველო
Food Show-ს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული, სომხური, იაპონური და სხვა ქვეყნების ნაციონალური კერძები.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. გასტრონომიულ ფესტივალზე Food Show 2017 ქართული ნაციონალური სამზარეულოს ნიმუშებს მოსკოვის „სოკოლნიკის" პარკის საკონგრესო-საგამოფენო ცენტრში 2-3 დეკემბერს წარმოადგენენ, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

მექსიკური ტარხუნა - Sputnik საქართველო
მსოფლიოში ცნობილი „ტარხუნა“ და ქართული სამზარეულოს მშვენება - „ჩაქაფული“

ფესტივალის მთავარი მოვლენაა მასშტაბური კულინარიული მასტერ-კლასები, სადაც სხვადასხვა რესტორნის ასობით წარმომადგენელი ერთდროულად მოამზადებს კერძებს.

თითოეული მასტერ-კლასი მსოფლიოს გარკვეულ სამზარეულოს მიეძღვნება. სულ დაგეგმილია ათ-ათი კერძის გამოფენა რუსეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, ტაილანდიდან, იტალიიდან, პერუდან, შოტლანდიიდან და სან-მარინოდან.

ქართული სამზარეულო წარმოდგენილი იქნება აჯაფსანდალით, სამი სახეობის ფხალეულის ასორტით და ქართული შოთის პურით, რომელსაც რესტორან Vani-ს შეფ-მზარეული მოამზადებს.

ფესტივალი ორი დღის განმავლობაში ლაუნჯის, დისკოს, ჯაზისა და თანამედროვე შემსრულებლების მუსიკის ფონზე ჩატარდება. პროგრამაში ასევე იქნება გასართობი და შემეცნებითი შოუ, კინოჩვენებები, ლატარეა და კონკურსები.

ამასთან ერთად, Food Show-ზე დაინტერესებულ პირებს მოუთხრობენ, თუ როგორ გახდნენ ფუდ-ბლოგერი, ფუდ-სტილისტი ან რესტორატორი, ასევე, როგორ ისწავლონ გადაღება და სად შეისწავლონ მზარეულის ან სომელიეს პროფესია.

პატარა მზარეული - Sputnik საქართველო
„სამზარეულოს ღმერთების“ საერთაშორისო დღე და მსოფლიოს უმდიდრესი კულინარების ტოპ-6

ორგანიზატორები ყველაზე პატარა სტუმრებისთვის სპეციალურ პროგრამას ამზადებენ: ბავშვები შეძლებენ სათამაშო ზონაში ანიმატორებთან ერთად გართობას. მოზარდებისთვის კულინარიული სტუდია გაიხსნება, სადაც შესაძლებელი იქნება თავად მოამზადონ მაფინები, მარშმელოუსგან პატარა ტორტები, ასევე კანფეტებისგან შეკრან ბუკეტი და ა.შ.

ფესტივალის ფინალური მოვლენა Food Show Awards 2017-ის პირველი ნაციონალური პრემიის დაჯილდოების ცერემონია იქნება. ნომინანტებს შორის არიან: სატელევიზიო შოუ, რადიოგადაცემები, ჟურნალები, ბლოგები, პორტალები, ფუდ-ფოტოგრაფები, ფუდ-ბლოგერები, გასტრონომიული სფეროს ჟურნალისტები და კულინარიის შესახებ მოწინავე გადაცემები.

ღონისძიებაზე დასწრება, რომელიც 2-3 დეკემბერს 11:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება, შესაძლებელია უფასო წინასწარი რეგისტრაციით (https://foodshow.ru/free).

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური