თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიღეს ექვსი სათამაშო აპარატი, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში იყო განთავსებული, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ სათამაშო აპარატები განთავსებული იყო განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში — მეტროპოლიტენის სადგურებისა და ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რომელიც აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატებისთვის არის საჭირო.
დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით („ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობა“), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.