„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 9 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. "

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათის, ფეიქართა და ანდრონიკაშილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამრეკელის, კუტუზოვის და მიცკევიჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის და ბარათაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჩხეიძის, უშანგი ჩხეიძის, თოიძის, სულიაშვილის, გამცემლიძის, დოქის, მჭედლიშვილის და საბჭოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, გორის, ძმები ფიფიების, ვორონინის, ცაბაძის და ბათუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და სალხინოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), შეშელიძის, ხიზანიშვილის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯორის, კიკეთის და ბეთანიის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფხოვის, ათონელის, ბარათაშვილის და ფურცელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0