ბერლინის კედლის ნაწილი საქართველოშია

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერლინის კედლის ფრაგმენტი საქართველოს ქართულ-გერმანული მეგობრობის ნიშნად აჩუქეს

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ბერლინის კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე საზეიმო ვითარებაში დაიდგა.

საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და სხვა ოფიციალური პირები. ბერლინის კედლის ფრაგმენტი — საჩუქარია, რომელიც კვირიკაშვილს 16 ივნისს გერმანიაში ვიზიტისას გადაეცა, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო.

© Sputnik / Levan Avlabreliბერლინის კედლის ფრაგმენტი თბილისში
Фрагмент Берлинской стены в Тбилиси  - Sputnik საქართველო
ბერლინის კედლის ფრაგმენტი თბილისში

"გერმანელი ხალხის საჩუქარი ქართველ ხალხს ჩამოუვიდა საქართველოში იმის ნიშნად, რომ როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ორად ჰყოფდა, ასევე საქართველოში ბოროტების მიერ აღმართული კედელი დაინგრევა და დაინგრევა ასევე მშვიდობიანად, ხაზს ვუსვამ, ვინაიდან ყოველთვის, როდესაც ცივილიზებული სამყარო ერთად დგება, მიზანმიმართული, სწორი ნაბიჯებით და გაბედული პოლიტიკით შესაძლებელია ასეთი შედეგის მიღწევა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ წელს საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება და გერმანიის ხალხსა და მთავრობას ასეთი სიმბოლური და მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

© FB / Giorgi Kvirikashviliგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია
Посол Германии в Грузии Хайке Пайч и посол Грузии в Германии Ладо Чантурия  - Sputnik საქართველო
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია

კვირიკაშვილმა ასევე საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ახსენა, რომელმაც სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ბერლინის კედლის ნგრევისა და გერმანიის გაერთიანების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.

"მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იმიტომ, რომ ისტორია არის ისტორია", — ხაზგასმით აღნიშნა კვირიკაშვილმა.

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია
Посол Грузии в Германии Ладо Чантурия, премьер Грузии Георгий Квирикашвили и посол Германии в Грузии Хайке Пайч  - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია

გერმანიის იმდროინდელი ისტორიული მოვლენები აისახა სტენდებზე, რომლებიც თბილისში ევროპის მოედანზე განთავსდა.

გერმანია ევროპული თანამეგობრობის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 1992 წელს ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და საქართველოში გერმანიის საელჩო გაიხსნა. საქართველო და გერმანია თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების სფეროებში.

ედუარდ შევარდნაძემ, როგორც სსრკ-ის წარმომადგენელმა, საკუთარი ხელმოწერა დატოვა ე.წ. "ხელშეკრულება 2+4"-ზე, რომელშიც გერმანიის გაერთიანების საგარეოპოლიტიკური ასპექტები დაფიქსირდა.

ხელშეკრულებას, რომელსაც "დიპლომატიის ვარსკვლავურ საათს" უწოდებენ, მოსკოვში 1990 წლის 12 სექტემბერს ხელი მოაწერეს: გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკიკამ, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ასევე საფრანგეთმა, აშშ-ბმა, დიდმა ბრიტანეთმა და სსრკ-მა.

ყველა ახალი ამბავი
0