თბილისს საერთაშორისო საავიაციო ფორუმზე 500 დელეგატი ეწვევა

გამოწერა
თბილისში მთელი მსოფლიოდან 250 აეროპორტისა და 65 ავიაკომპანიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საერთაშორისო საავიაციო ფორუმი Connect 2018 წლის 20-23 თებერვლის ფარგლებში გაიმართება, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" პრეს-სამსახურში.

მე-15 ფორუმზე თბილისს 500 დელეგატი ეწვევა — 250 აეროპორტისა და 65 ავიაკომპანიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროს სამომავლო განვითარება და კავშირების დამყარება.

ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 66%-ით გაიზარდა

„თბილისი არის ზღაპრული მიმართულება და ბევრისთვის დამალული საგანძური… ის ამაყობს ზღაპრული ტურისტული ღირსშესანიშნაობებით და დინამიკური, მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკით. თბილისი შესანიშნავად ასახავს CONNECT-ის სულს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ხელმისაწვდომი ადგილი და ხელს უწყობს CONNECT-ის ზრდას, ვინაიდან ჩვენი ღონისძიება მოიზიდავს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის უფრო მეტ ავიაკომპანიას და აეროპორტს", — ციტირებს Airport Agency France-ის აღმასრულებელი დირექტორის სიტყვებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" პრეს-სამსახური.

ფორუმი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერით ჩატარდება.

საერთაშორისო საავიაციო ფორუმი 2004 წელს დაარსდა Airport Agency France-ს ინიციატივით. მისი მიზანი სამოქალაქო ავიაციის განვითარებაა. ფორუმი წელიწადში ერთხელ იმართება. 2017 წელს ავიაფორუმი კუნძულ კორსიკაზე, ქალაქ აიაჩოში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0