ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოეტის ეზოსა და სახლ-მუზეუმში საგურამოში საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
დილიდან ეზო და სახლ-მუზეუმი მოსწავლეებით გაივსო, რომლებსაც უფასო ფელამუშით გაუმასპინძლდნენ.
უფროსი სტუმრებისთვის მზად იყო ცხელი გლინტვეინი, რომელიც ცივ ამინდში კარგად ათბობს. მაგრამ წვიმამ არ შეუშალა ხელი დიდი პოეტის თაყვანისმცემლებს, რომლებმაც თავის კუმირს პატივი მიაგეს.
სახლ-მუზეუმის შესასვლელში რეტროსპექტივა გაიმართა — სტუმრებს მე-19 საუკუნის ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი მსახიობები ეგებებოდნენ.
სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყო სცენა, რომელზეც ლიტერატურული პრემია „საგურამოს" დაჯილდოება გაიმართა. პრემია „ილიას ფონდმა" 2003 წლის 8 ნოემბერს დააარსა. პრემია შემდეგ ნომინაციებში გადაეცემა: პროზა, პოეზია, თარგმანი, კრიტიკა, ხელოვნება, საბავშვო ლიტერატურა, ჰუმანიტარული მეცნიერება. თუმცა, ორგანიზატორთა თქმით, წელს "საბავშვო ლიტერატურის" ნომინაცია გაუქმდა იმისათვის, რომ ჭავჭავაძის დაბადების დღის იუბილეზე „პოეზიის" ნომინაციაში ორი პრემია გადაეცეს.
„რამდენიმე თვის წინ შევიტყე, რომ ჩემ ლექსებს „საგურამოს" პრემია მიენიჭა, ამის გამო ახლაც ვღელავ. ეს პრემია ასჯერ მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან მე დავიბადე და გავიზარდე ყვარელში, და გასაკვირიც არ არის, რომ პირველი პოეტი, რომელიც შემიყვარდა, „ყვარლის მთების" ავტორი ილია ჭავჭავაძეა", — ამ სიტყვებით მიმართა შეკრებუილ საზოგადოებას ახალგაზრდა პოეტმა ნატა ვარადამ.
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მახლობლად „გურამიშვილის მარნის" გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც ასევე ილიას იუბილეს მიეძღვნა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მარანი დაათვალიერა, შემდეგ კი წაიკითხა საჯარო ლექცია იმის შესახებ, რა მნიშვნელობა მიანიჭა დიდმა პოეტმა სოფლის მეურნეობის დარგისა და კერძოდ, მეღვინეობის განვითარების საკითხებს.
„ილია — ჩვენი თანამედროვე" ამ სათაურით აღვნიშნავთ წელს ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს. ის საკითხები, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავის ნაშრომებში იხილავდა, ძალიან აქტუალურია დღესაც. სტრატეგია, რომელიც ქვეყანას ზოგადად და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გააჩნია, პირდაპირ თანხვედრაშია ილიას მოწოდებებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სახალხო დღესასწაული დასრულდა მუსიკალური კონცერტით „საგურამოს ეზო", თუმცა გამოჩენილი პოეტის დაბადების დღისადმი ღონისძიებები 9 და 10 ნოემბერს გაგრძელდება. ხვალ ნოდარ დუმბაძის სახელობის ნორჩ მაყურებელთა თეატრის სცენაზე მაყურებლები ნახავენ სპექტაკლს „მგზავრის წერილები", პარასკევს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება სპექტაკლი „კაცი — ადამიანია?!".