რატომ შემცირდა ნავთობპროდუქტების იმპორტი
„ბოლო პერიოდში ბენზინზე და დიზელის საწვავზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გავლენა მოხმარებაზეც იქონია, ამან კი, თავის მხრივ, იმპორტი შეამცირა", — მიაჩნია პაატა ბაირახტარს.
საქართველოში ოქტომბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 97,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 12,4 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით და 18,5 ათასი ტონით ნაკლები გასული წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.