„ცოლად მომიყვანე“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 9-12 ნოემბერს

© Sputnik / Alexander Imedashviliკინოთეატრი „კავეა“ თბილისში
კინოთეატრი „კავეა“ თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგატა კრისტის ყველაზე გახმაურებული რომანის ახალი ეკრანიზაცია, ცეცხლთან მებრძოლები და სიყვარულსა და მეგობრობაზე თავზეხელაღებული ფრანგული კომედია - „Sputnik-საქართველო", ტრადიციულად, გთავაზობთ კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა თბილისში არ უნდა გამოტოვონ.

9 ნოემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:

„მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ (Murder on the Orient Express) — აგატა კრისტის რომანის მიხედვით გადაღებული კენეტ ბრანის კრიმინალური დრამა. რომანი 1934 წელს დაიბეჭდა. ძვირფასი მატარებლით სახელწოდებით „აღმოსავლეთის ექსპრესი“ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მგზავრების ჯგუფი მგზავრობს, რომლებიც ევროპაში მოგზაურობენ. მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანის ცხედარს აღმოაჩენენ. საბედნიეროდ, ამ მატარებლით ასევე განთქმული დეტექტივი ერკიულ პუარო მგზავრობს, რომელსაც ამ უცნაურ საქმეში გარკვევა მოუწევს. დარჩენილი მგზავრებია: პროფესორი, მოსამსახურე, გრაფი, მდივანი, გუვერნანტი ქალი, მისიონერი ქალი, ქვრივი, ვაჭარი, დამლაგებელი, ექიმი და კნეინა. ახლა თითოეული მათგანი ეჭვმიტანილია. როლებში: ჯონი დეპი, დეიზი რიდლი, მიშელ პფაიფერი, ჯუდი დენჩი, პენელოპა კრუზი, კენეტ ბრანა, უილემ დეფო.

საინტერესო ფაქტები: თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მისის ჰარბარდის როლს ანჯელინა ჯოლი შეასრულებდა, მაგრამ მან პროექტი დატოვა. მასთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა იმის გამო, რომ მსახიობი სცენარში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას მოითხოვდა. შემდეგ ამ როლზე შარლიზ ტერონი განიხილებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში როლი მიშელ პფაიფერმა მიიღო. ფილმის პირველი ტრეილერის გამოსვლის შემდეგ, აგატა კრისტის თაყვანისმცემლები იმედგაცრუებულები დარჩნენ პუაროს განთქმული ულვაშების გამო. მათ ამ ულვაშების ფორმა საწყისი მასალის მიმართ შეურაცხყოფილადაც კი მიიჩნიეს.

„ცეცხლის ალში“ (Only the Brave) — რეჟისორ ჯოზეფ კოსინსკის ბიოგრაფიული დრამა. ფილმში მოთხრობილია სახანძრო ბრიგადა Granite Mountain Hotshots-ის გმირობის რეალური ისტორია. საკუარი გამბედაობის, თავგანწირვის  და ადამიანების გადარჩენის მისწრაფების გამო ეს გუნდი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული სახანძრო ქვედანაყოფი გახდა. ადამიანების უმეტესობა გაურბის საფრთხეს, ისინი კი მისკენ მირბიან. მაგრამ ერთხელ ეს უშიშარი გუნდი ისეთ ხანძარს შეებრძოლება, რომელიც ბევრი მათგანის სიცოცხლეს შეიწირავს.

საინტერესო ფაქტები: 2013 წელს ქვედანაყოფმა სახელწოდებით Granite Mountain Hotshots შტატ არიზონას ქალაქ იარნელში უძლიერესი ხანძრის შეჩერება შეძლო, მაგრამ ეს გუნდის 19 წევრის ფასად მოხდა.

„ცოლად მომიყვანე“ (Épouse-moi mon pote) — რეჟისორ ტარეკ ბუდალის ფრანგული კომედია. ფილმი მოგვითხრობს მაროკოელ სტუდენტ იასინზე, რომელიც ძალზე უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდება. გამოცდის წინ ის ძალიან ნერვიულობს და მეგობრების რჩევით ალკოჰოლის საშუალებით მოდუნებას გადაწყვეტს. მაგრამ იასინი მსმელი არ არის. ამიტომ მან ვერ მოზომა და დათვრა გათიშვამდე. დილით გაღვიძებისას ის აღმოაჩენს, რომ გამოცდაზე აგვიანებს. ახლა იასინს პარიზის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება მოუწევს. დეპორტაციის თავიდან აცილების მიზნით, ფიქტიურ ქორწინებას გადაწყვეტს, მაგრამ საცოლის არჩევაში არ უმართლებს. მაშინ ის თავის თანაკურსელ ბიჭს სახელად ფრედი მასზე დაქორწინებას სთხოვს. ამით კი ორი მეგობრისთვის დიდი თავგადასავლები იწყება.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული ფილმი-ფენტეზი „თორი: რაგნაროკი“ (Thor: Ragnarok), ავსტრალიური ბიოგრაფიული ტრილერი. „ჯუნგლები“ (Jungle) და რეჟისორ ტაილერ მაკინტაირის კომედიური ჰორორი „ლაიქებზე ნადირობა“ (Tragedy Girls).

თბილისის კინოთეატრებშია ამერიკული საშინელებათა ფილმი „ხერხი 8" (Jigsaw), ცნობილი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის დრამა  „აღსარება", ფილმი-კატასტროფა „გეოშტორმი" და ქართული დრამა „ჩემი ბედნიერი ოჯახი".

მულტფილმები ბავშვებისთვის: ჯეისინ ტისენის მულტფილმი-ფენტეზი „ჩემი პატარა პონი" (My Little Pony: The Movie), ფრანგული მულტფილმი „ჯუნგლების მცველები" და კომედიური მულტფილმი „მონსტრების ოჯახი" (Happy Family).

 

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0