ზესტაფონში ქალი მიკროავტობუსმა გაიტანა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი გზაზე გადადიოდა.

თბილისში, 7 ნოემბერი — Sputnik. ქალი ავტოსაგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მედიის მონაცემებით, სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა ქალს, როდესაც ის გადასასვლელზე გადადიოდა. უბედური შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით არის აღძრული — ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, რაც თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ისჯება.


ყველა ახალი ამბავი
0