ვადაჭკორია: განსაკუთრებულად მომწონს თუშეთი, თავისი სილბოთი და არაჩვეულებრივი ბუნებით
„საქართველოს ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია, თუმცა გეტყვით, რომ განსაკუთრებულად მომწონს თუშეთი თავისი სილბოთი და არაჩვეულებრივი ბუნებით“, – ამბობს ბადრი ვადაჭკორია.
ცნობილი ფოტოგრაფის განცხადებით, თუშეთში რამდენჯერმე შვეულმფრენით იყო. მანქანით კი პირველად 2014 წელს იმოგზაურა. ამბობს, რომ მის თვალწინ საოცარი სილამაზე გადაიშალა და იმდენად მოიხიბლა, ყოველ 50 მეტრში აჩერებდა მანქანას და ფოტოებს იღებდა.