„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. 

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გლდანისაკენ მიმავალი მაგისტრალის, ბელიაშვილის, ჭიაურელის, ჩაჩავას და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით ყიფიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ნატბეურების დასახლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის და უდაბნოს მონასტრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, სამგორი-1 დასახლების, ვარკეთილი-2 დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების, ვიქტორ კუპრაძის, ჯავახეთის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, ალადასტურის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, რევაზ ლაღიძის, მესხის, სულხან-საბას, თაბუკაშვილის, გერცენის და აპოლონ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ტრაქტორის, დავით ჭიჭინაძის და ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0