საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,7%-ით გაიზარდა.
მიმდინარე ფასებით აპრილი-ივნისში მთლიანმა შიდა პროდუქტმა 3,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში დეფლატორმა 5,9% შეადგინა.