„საქართველოს რკინიგზა" ორი დღით რეისებს აუქმებს

© photo: courtesy of Georgian Railwayსაქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს რკინიგზა" მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ორი დღით რეისებს აუქმებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს რკინიგზაში" მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო) მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ქუთაისიდან, 8 ნოემბერს კი ზუგდიდიდან და ბათუმიდან ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი–ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი–ბათუმი", — აღნიშნულია განცხადებაში.

„საქართველოს რკინიგზა" მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

ყველა ახალი ამბავი
0