ვისი საქმეა ლარის კურსის კონტროლი?
„ეროვნულ ბანკს ლარის კურსზე ზეგავლენის მოხდენა, მაგალითად, იმავე ინტერვენციებით და მონეტარული პოლიტიკით შეუძლია, მაგრამ რადგან ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი კურსი, ლარის კურსის კონტროლი ეროვნული ბანკის ფუნქციებში არ შედის", — აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში მოქმედებს მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტად, ვიდრე ეს ფიქსირებული კურსის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის ამოცანას არ წარმოადგენს ლარის კურსის ფიქსაცია, შესაბამისად, არ ხდება ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზრის პროცესში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს კურსის მკვეთრ ცვლილებას.