თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 200 აბი ამოიღეს.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 200 აბი ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით), რაც 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0