სეულში ტრამპის ვიზიტი გააპროტესტეს: მრავალათასიანი აქციის კადრები

გამოწერა

სეულში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამხრეთ კორეაში ვიზიტის წინ. იხილეთ აქციის მსვლელობის ვიდეოკადრები.

მომიტინგეები ამერიკის ლიდერის მხრიდან ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით რიტორიკას აპროტესტებდნენ. აქტივისტებს ეჭირათ პლაკატებით ანტისაომარი მოწოდებებით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი". მიმდებარედ დამონტაჟებულ მონიტორებზე უჩვენებდნენ ტრამპის გამოსვლების ჩანაწერებს, სადაც ის ჩრდილოეთი კორეის შესაძლო განადგურების შესახებ საუბრობდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას აზიის ტურნე დაიწყო. მან ვიზიტი გამართა იაპონიაში, შემდეგ გეგმაში აქვს სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, ვიეტნამსა და ფილიპინებზე გამგზავრება.

ყველა ახალი ამბავი
0