თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში 2017 წლის საუკეთესო სტუდენტი შშმ პირი ნიკოლოზ წულუკიძე გახდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" ღონისძიების ორგანიზატორებზე დაყრდნობით.
ამ დღეებში თბილისში პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების პირველი კონკურსი გაიმართა. კონკურსმა რვა გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა შორის საუკეთესოდ ნიკოლოზ წულუკიძე დასახელდა.
პროფესიული განათლების პირველი ჯილდოს მფლობელი საზოგადოებრივ კოლეჯში „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ვებ-პროგრამირებას სწავლობს.
წულუკიძე კოლეჯში ჩარიცხულია როგორც სპეციალური სასწავლო საჭიროებების სტატუსის მქონე პირი, რადგან ბავშვობიდან მხედველობადაქვეითებულია. მაგრამ წულუკიძე შესაბამის პროგრამებს უმაღლეს დონეზე დაეუფლა და უკვე ორი საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო.
დღეისათვის ახალგაზრდა მუშაობს პროგრამაზე „ადაპტირებული ფოტოშოფი“, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მხედველობადაქვეითებულ ადამიანს საშუალება ექნება თავისი ვირტუალური სამყარო შექმნას.