ცრემლსადენი გაზი ქურთი დემონსტრანტების წინააღმდეგ: აქციის დაშლა გერმანიაში

გამოწერა

დიუსელდორფში ქურთების დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა, დაშავდა 15 სამართალდამცველი და აქციის სამი მონაწილე. იხილეთ საპროტესტო აქციის დაშლის ვიდეოკადრები.

მანამდე ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აკრძალა ქურთთა მუშათა პარტიის ლიდერის აბდულა ოჯალანის დროშებისა და ბანერების დემონსტრაცია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

ქურთთა მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება გერმანიაში, ევროკავშირსა და თურქეთში. თუმცა აქციის მონაწილეები ქუჩებში გამოვიდნენ ოჯალანის პორტრეტებით, რის შემდეგაც ქვეყნის ხელისუფლებამ დემონსტრაციის დასრულების შესახებ განცხადება გაავრცელა. უკმაყოფილო აქტივისტებმა პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს, რის საპასუხოდაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ყველა ახალი ამბავი
0