თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. პენტაგონმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხის სრულად აღსაკვეთად ერთადერთ გზად სახმელეთო ოპერაცია დაასახელა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა ABC.net.au-ზე დაყრდნობით.
შესაბამისი განცხადება კონტრადმირალმა მაიკლ დიუპონმა გააკეთა ორი „დემოკრატი“ კონგრესმენის წერილობითი მიმართვის პასუხად, რომლებიც მას ფხენიანთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის შედეგებზე უსვამდნენ კითხვას.
„ერთადერთი ხერხი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ყველა კომპონენტის აღმოსჩენად და სრულად გასანადგურებლად — ეს სახმელეთო ოპრეაციის ჩატარებაა“, — წერილობით განუცხადა დიუპონმა კონგრესმენებს.
კონტრადმირალმა არ გამორიცხა ბირთვული კონტრშეტევის რისკი ფხენიანის მხრიდან და დაამატა, რომ უფრო დეტალურად ამ საკითხზე მსჯელობა საიდუმლო ბრიფინგზე სჯობს.
ამას გარდა, მაიკლ დიუპონმა ასევე დაუშვა ჩრდილოკორეელების მიერ ბაქტეოროლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაც.