ბათუმის პორტს ნატოს ორი სამხედრო ხომალდი ეწვია. „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში იხილეთ, თუ როგორ მიმდინარეობს საზღვაო სამხედრო ჯგუფის ვიზიტი ბათუმში.
ბათუმის პორტს მეგობრული ვიზიტით ნატოს მე-2 ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის სამხედრო ხომალდები ეწვია. ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო მე-2 შენაერთის (SNMCMG2) ფლაგმანი ხომალდი REGELE FERDINAND და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდი, რომლებიც თურქეთის დროშით ცურავენ, ბათუმის პორტში ჩამოდგნენ. მიმღები მხარეები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბულგარეთის საელჩო.
ნატოს ხომალდები ბათუმის პორტში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ წვრთნებში. ეს ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო მე-2 შენაერთის, რომელიც ალიანსის სწრაფი რეაგირების საზღვაო კომპონენტია, უკვე მეორე ვიზიტია საქართველოში.

ნატოს მე-2 ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის სამხედრო ხომალდები ბათუმში

ეს არის საპორტო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც საერთო წვრთნები და კულტურული ღონისძიებები გაიმართება

ჯგუფის შემადგენლობაშია ნატოს მე-2 ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) სამხედრო ხომალდი REGELE FERDINAND

და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდი თურქული დროშით

ნატოს ხომალდები ბათუმში 6 ნოემბრამდე იქნებიან

ნატოს ხომალდების ჩამოსვლასთან დაკავშირებით ბათუმის პორტში დაგეგმილია საერთო წვრთნებისა და კულტურული ღონისძიებების პროგრამა

საქართველოს კულტურასთან გაცნობა ხომალდების პორტში ჩამოდგომისთანავე დაიწყო

ნატოს სამხედრო მეზღვაურებს ბათუმში ცეკვითა და ქართული ღვინით მიეგებნენ

დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და მათი ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე

ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი რეგიონში ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების ერთ-ერთი კომპონენტია

ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ ეწვივნენ

SNMCMG2 ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში ოპერაცია "საზღვაო მცველს" უჭერენ მხარს