ჯანიაშვილი: 5%-იანი ზრდით განვითარებული ქვეყანა 50 წელი ვერ გავხდებით
„5%-იანი ეკონომიკური ზრდით განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეს 50 წელიწადშიც კი ვერ დავეწევით“, – აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა. 9 თვის მაჩვენებელმა კი 4,7%. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე დადებითი გავლენა მოახდინა 28%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, ასევე კომპანიების გაზრდილმა ბრუნვამ. სექტემბერში ბიზნესის ბრუნვამ 5,8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,7%-ით მეტია.