საქართველოში ორ დღეში 260 ცალი iPhone X გაიყიდა

© AFP 2024 / Josh EdelsoniPhone X
iPhone X - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი iPhone X საქართველოში რამდენიმე დღის წინ 19 999 ლარად „iPhone+“-ში გაიყიდა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში iPhone X-ის გაყიდვები დაიწყო, იუწყება ტელეკომპანი Imedi.

წინასწარი შეკვეთით „iPhone+"ის მაღაზიებში 3 ნოემბერს 100 ცალი, ხოლო 4 ნოემბერს – 160 ცალი iPhone X გაიყიდა. რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი iPhone X საქართველოში 19 999 ლარად ასევე „iPhone+"-ში გაიყიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად Apple-ის ახალი მოდელის ფასი 4765 ლარია.

კომპანიამ Apple 12 სექტემბერს წარმოადგინა უახლესი სმარტფონები — მეათე თაობის iPhone X,  iPhone 8 და iPhone 8 Plus. პრეზენტაცია კალიფორნიის შტატში, სანტა–კლარას ველზე Apple Park-ში, ახალ Steve Jobs Theater-ში გაიმართა.

iPhone X - Sputnik საქართველო
პირველი iPhone 8 თბილისში 5 555 ლარად გაიყიდა

ტექნოლოგიის ექსპერტებმა iPhone X-ს უკვე უწოდეს „მომავლის სმარტფონი".

ახალ iPhone-ს საფირმო ღილაკი Home აღარ აქვს, მან მიიღო OLED დისპლეი ჩარჩოს გარეშე 2436x1125 პიქსელების გარჩევადობით და 5,8 დუიმი დიაგონალით. მოწყობილობა აღჭურვილია ორმაგი კამერით, უახლესი A11 პროცესორით და ინოვაციური გრაფიკული ჩიპით. "გარესამყაროსთან" დასაკავშირებლად გამოიყენება პორტი Lightning.

როგორც წინამორბედს, IPhone X-საც არ აქვს 3,5-მილიმეტრიანი ჯეკი ყურსასმენებისთვის.

მეათე თაობის ვერსიისთვის Apple-ში იდენტიფიკაციის ახალი სისტემა შეიმუშავეს. ბლოკის მოხსნა უკვე FaceID-ს საშუალებით მოხდება, ანუ სახის ამოცნობის საფირმო ტექნოლოგიით. სმარტფონს ასევე აქვს უსადენო დამტენი AirPower.

ყველა ახალი ამბავი
0