თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია "იმედი" (Imedi).
ადგილობრივების ინფორმაციით, ნიკოლოზ ავბეწაშვილის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დილით ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს და პოლიციას შეატყობინეს.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილის ცხედარს ექპერტიზა ჩაუტარდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.