საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით 11 პრინცი დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Yurev / გადასვლა მედიაბანკშისაუდის არაბეთი, ედ-რიადი
საუდის არაბეთი, ედ-რიადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორუფციასთან ბრძოლოს კომიტეტს სათავეში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი ჩაუდგა

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის ხელმძღვანელობით შექმნილმა კორუფციასთან ბრძოლოს კომიტეტმა მმართველი ოჯახის 11 პრინცისა და ოთხი მოქმედი მინისტრის დაკავების განკარგულება გასცა, იუწყება РИА Новости საუდის არაბეთის ტელეარხ „ალ-არაბიაზე“ დაყრდნობით.

ქალაქი ჯიდა - Sputnik საქართველო
საუდის არაბეთში მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ახალი ქალაქი აიგება

საუდის არაბეთის ახალი ამბების პორტალი „აჯილი“ იუწყება, რომ მმართველი ოჯახის წევრები დაკავებულნი არიან იარაღის უკანონო ვაჭრობის, არარსებული გარიგებების გაფორმებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.

შაბათს საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდმა კორუფციასთან ბრძოლის უმაღლესი კომიტეტის შექმნის შესახებ განკარგულება გასცა, რომელსაც სათავეში სამეფოს მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბენ სალმანი ჩაუდგა.


ყველა ახალი ამბავი
0