თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 51 წლის მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).