თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარი გაჩნდა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
როგორც საგარეჯო-გურჯაანის სატყეო უბნის უფროსმა კობა შათირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის ადგილზე რჩება 20-კაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც სატყეო სამმართველოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეები არიან.
10 ჰექტარზე დამწვარია ხის ფოთოლი,ზედაპირული დაწვისას ფოთლოვანი ტყე დაზიანებული არ არის, აცხადებს შათირიშვილი.
შათირიშვილის თქმით, მორიგეები ხანძრის ახალი კერების გაჩენის თავიდან აცილების მიზნით რჩებიან. ხვალ დილიდან კი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.