ბიორკი: საქართველო ჩემთვის სასიამოვნო გამოცდილებაა

© AFP 2024 / GUILLAUME BAPTISTEისლანდიელი მომღერალი ბიორკი
ისლანდიელი მომღერალი ბიორკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიორკმა თბილისში ახალი ალბომი Vulnicura წარადგინა

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ისლანდიელმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და მსახიობმა ბიორკმა საქართველოს ფავორიტი ქვეყანა უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო მისთვის სასიამოვნო გამოცდილება იყო, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

„საქართველო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. ეს ჩემი ფავორიტი ქვეყანაა. მადლობა ქართულ ორკესტრს და თქვენ. ბოდიშს გიხდით, ცოტა გაციებული ვარ, მაგრამ მე მოგეცით მთელი გული და სითბო“, — განაცხადა ბიორკმა კონცერტის შემდეგ.

შეგახსენებთ: ბიორკმა ქართველ მსმენელს ორი კონცერტი აჩუქა: 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე იმღერა და 3 ნოემბერს — ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. მომღერალი საქართველოს თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის SOU ფარგლებში ეწვია. 

სცენაზე ბიორკი ბრიტანელი დიზაინერის, ჯეიმს მერის სამოსით წარდგა, რომელიც სასცენო კოსტიუმებსა და აქსესუარებს ბიორკისათვის 2009 წლიდან ქმნის. მომღერალს თავზე ეკეთა ქართველი დიზაინერისა და ფოტოგრაფის, ირმა შარიქაძის მიერ შექმნილი აქსესუარი.

მომღერალმა თბილისში შეასრულა კომპოზიციები ალბომიდან Vulnicura. ბიორკმა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით იმღერა, რომელსაც ისლანდიაში ცნობილი ახალგაზრდა დირიჟორი ბარნ ფრიმან ბარნასონი ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ ბიორკის თბილისურ კონცერტებზე ბილეთები 25 ქვეყნის ფანებმა შეიძინეს — საქართველოსთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია.

კონცერტების ორგანიზატორების განცხადებით, ბიორკი ძალიან დაინტერესებულია საქართველოთი, მისი კულტურითა და მუსიკით. ამიტომ მომღერალი თავისი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის — კახეთის, იმერეთის, სვანეთის, გურიისა და აჭარის მონახულებას გეგმავს.


ყველა ახალი ამბავი
0