თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
ახალგაზრდა კაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პოლიციის თანამშრომელთა განცხადებით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და ეჭვმიტანილი დაკავებულია.