ყველაზე ძვირადღირებული კატები მსოფლიოში

გამოწერა

კატები — ალერსიანი და მოსიყვარულე ცხოველი, რომლის შესახებაც არაერთი ლეგენდა, თქმულება თუ უცნაური ისტორიებია ცნობილი. ვინ სამკურნალო თვისებებს მიაწერს მათ, ვინ — მაგიურს.

თუმცა, კატები უყვართ არა მათი ამ თვისებების გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ ფუმფულა, გრაციოზულ, მოქნილ და გონიერ ცხოველის ადამიანისთვის უამრავი დადებითი ემოციის ჩუქება შეუძლია — მიუხედავად ჯიშისა და წარმომავლობისა. შესაბამისად, ზოგს პირდაპირ ქუჩიდან აჰყავს კატა, ზოგს ჩუქნიან, ზოგიც ყიდულობს. სხვადასხვა ფასად — სწორედ ჯიშისა და წარმომავლობის გათვალისწინებით.

ასე რომ კატების ფასი შესაძლოა რამდენიმე დოლარიდან იწყებოდეს და 50 ათასსაც აჭარბებდეს.

Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კატების ჩამონათვალს გაეცნობით, რაც, ვფიქრობთ, მეტად დაგაინტერესებთ.

CC BY 2.0 / Austin White / More Leo!მეინ-კუნი დიდი ტანის კატაა, რომელიც ამერიკული წარმომავლობისაა, კერძოდ მენის შტატიდან. შავ ზოლიანი შეფერილობისა და ფუმფულა კუდის გამო ის ენოტს მოგვაგონეს, სწორედ აქედან მოდის ამ ჯიშის მეორე დასახელება "coon", ანუ ენოტი. ამ ჯიშის წარმომადგენლები 5-15 კილომდე იზრდებიან, სიგრძით კი 1,23 მეტრამდე აღწევენ. მიუხედავად აგრესიული შეხედულებისა, ისინი "რბილი ხასიათის გიგანტები" არიან. მეინ-კუნის ჯიშის კატებს უყვართ მოფერება და თამაში, შესაბამისად პატრონებს ხშირად ახალისებენ საკუთარი სოლო გამოსვლებით. ამ ჯიშის ფასი 600-1 500 დოლარია
მეინ-კუნი - Sputnik საქართველო
1/7
მეინ-კუნი დიდი ტანის კატაა, რომელიც ამერიკული წარმომავლობისაა, კერძოდ მენის შტატიდან. შავ ზოლიანი შეფერილობისა და ფუმფულა კუდის გამო ის ენოტს მოგვაგონეს, სწორედ აქედან მოდის ამ ჯიშის მეორე დასახელება "coon", ანუ ენოტი. ამ ჯიშის წარმომადგენლები 5-15 კილომდე იზრდებიან, სიგრძით კი 1,23 მეტრამდე აღწევენ. მიუხედავად აგრესიული შეხედულებისა, ისინი "რბილი ხასიათის გიგანტები" არიან. მეინ-კუნის ჯიშის კატებს უყვართ მოფერება და თამაში, შესაბამისად პატრონებს ხშირად ახალისებენ საკუთარი სოლო გამოსვლებით. ამ ჯიშის ფასი 600-1 500 დოლარია
CC BY-SA 4.0 / Wikipedia / KRL LPL / LaPerm catლაპერმი - ხვეულბეწვიანი კატების ჯიში, რომელიც აშშ-ში გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდა. ოფიციალური აღიარება ჯიშმა 1996 წელს მოიპოვა. ლაპერმის ჯიშის კატები არიან ცნობისმოყვარეები, თბილები, აქტიურები და ძალიან უყვართ ნადირობა. გარდა ამისა, არიან ჰიპოალერგენულები და ალერგიული ადამიანების კარგი მეგობრები არიან. მათი ფასი 200-2 000 დოლარია
ლაპერმი - Sputnik საქართველო
2/7
ლაპერმი - ხვეულბეწვიანი კატების ჯიში, რომელიც აშშ-ში გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდა. ოფიციალური აღიარება ჯიშმა 1996 წელს მოიპოვა. ლაპერმის ჯიშის კატები არიან ცნობისმოყვარეები, თბილები, აქტიურები და ძალიან უყვართ ნადირობა. გარდა ამისა, არიან ჰიპოალერგენულები და ალერგიული ადამიანების კარგი მეგობრები არიან. მათი ფასი 200-2 000 დოლარია
CC BY-SA 3.0 / Wikipedia / Kirimiti / elf catელფი - კატების ახალგაზრდა ჯიში, რომელიც პირველად აშშ-ში 2006 წელს გამოჩნდა. სელექციურ სამუშაოებში მონაწილეობდნენ ამერიკული ხვეულბეწვიანები და კანადური სფინქსები, რის შედეგადაც წარმოიშვა უბეწვო კატა წინ გადაწეული ყურებით. ელფები ძალიან მეგობრულები, ჭკვიანები, თბილები, ცნობისმოყვარეები და ერთგულები. ასეთი უნიკალური შინაური ცხოველის შეძენა 2 000 დოლარად შეგიძლიათ
ელფი - Sputnik საქართველო
3/7
ელფი - კატების ახალგაზრდა ჯიში, რომელიც პირველად აშშ-ში 2006 წელს გამოჩნდა. სელექციურ სამუშაოებში მონაწილეობდნენ ამერიკული ხვეულბეწვიანები და კანადური სფინქსები, რის შედეგადაც წარმოიშვა უბეწვო კატა წინ გადაწეული ყურებით. ელფები ძალიან მეგობრულები, ჭკვიანები, თბილები, ცნობისმოყვარეები და ერთგულები. ასეთი უნიკალური შინაური ცხოველის შეძენა 2 000 დოლარად შეგიძლიათ
CC BY 3.0 / Wikipedia / Heikki Siltala / Toygerტოიგერი - დიდი ტანის კატა, ვიზუალურად ჰგავს ვეხვს, ჯიში 1993 წელს აშშ-ში გამჩნდა, ოფიციალური აღიარება 2007 წელს მოიპოვა. ჯიშის შემქმნელი ამტკიცებს, რომ ამ სათამაშო ვეფხვების ჯიში შემუშავდა იმისათვის, რომ ხალხმა მეტად იზრუნოს ველური ბუნების ბინადარ ვეფხვებზე. მიუხედავად დასახელებისა, ტოიგერის ზომა არც ისე პაყარაა: ზრდასრული ტოიგერის საშუალო წონა 7-10 კილოა. ტოიგერი გაწონასწორებული, ინტელიგენტი კატაა და მარტივად ითვისებს ყველაფერს. ამ მინი-ვეფხვის ფასი 500-3 000 დოლარის დაგლებში მერყეობს
ტოიგერი - Sputnik საქართველო
4/7
ტოიგერი - დიდი ტანის კატა, ვიზუალურად ჰგავს ვეხვს, ჯიში 1993 წელს აშშ-ში გამჩნდა, ოფიციალური აღიარება 2007 წელს მოიპოვა. ჯიშის შემქმნელი ამტკიცებს, რომ ამ სათამაშო ვეფხვების ჯიში შემუშავდა იმისათვის, რომ ხალხმა მეტად იზრუნოს ველური ბუნების ბინადარ ვეფხვებზე. მიუხედავად დასახელებისა, ტოიგერის ზომა არც ისე პაყარაა: ზრდასრული ტოიგერის საშუალო წონა 7-10 კილოა. ტოიგერი გაწონასწორებული, ინტელიგენტი კატაა და მარტივად ითვისებს ყველაფერს. ამ მინი-ვეფხვის ფასი 500-3 000 დოლარის დაგლებში მერყეობს
© Wikipedia / Lunile / Khao Maneeკაო-მანი - ტაილანდური წარმომავლობის ჯიშია, რომელიც ასწლეულებს ითვლის. ისინ იპირველად ახსენეს Tamra Maew-ში, ანუ კატების პოემების წიგნში (1350-1767 წწ). ძველ სიამში კაო-მანის ჯიშის კატები ცხოვრობდნენ მხოლოდ სამეფო ოჯახებში, მიიჩნეოდნენ წარმატების, დღეგრძელობისა და სიმდიდრის სიმბოლოდ. ამ კატის მთავარი მახასიათებელია თეთრი რბილი ბეწვი და მეტყველი თვალები, რომლებიც შეიძლება იყოს ყვითელი, ცისფერი ან სხვადასხვა ფერის. არიან კომუნიკაბელურები, ჭკვიანები, აქტიურები და მარტივად სწავლობენ ყველაფერს. ამ კატის ფასი 7 000-10 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს
კაო-მანი - Sputnik საქართველო
5/7
კაო-მანი - ტაილანდური წარმომავლობის ჯიშია, რომელიც ასწლეულებს ითვლის. ისინ იპირველად ახსენეს Tamra Maew-ში, ანუ კატების პოემების წიგნში (1350-1767 წწ). ძველ სიამში კაო-მანის ჯიშის კატები ცხოვრობდნენ მხოლოდ სამეფო ოჯახებში, მიიჩნეოდნენ წარმატების, დღეგრძელობისა და სიმდიდრის სიმბოლოდ. ამ კატის მთავარი მახასიათებელია თეთრი რბილი ბეწვი და მეტყველი თვალები, რომლებიც შეიძლება იყოს ყვითელი, ცისფერი ან სხვადასხვა ფერის. არიან კომუნიკაბელურები, ჭკვიანები, აქტიურები და მარტივად სწავლობენ ყველაფერს. ამ კატის ფასი 7 000-10 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს
CC0 / Wikipedia / Lance Klausner / Chausieერთ-ერთი უიშვიათესი შინაური კატის ჯიშია, რომელიც აბისინური და აფრიკული ველური კატების შეჯვარებით გამოიყვანეს. ამ ჯიშის პირველი წარმომადგენელი აშშ-ში 60-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. მათი საშუალო წონა 4-8 კილოა. ჩაუზი მოკლებეწვიანი მოხდენილი ჯიშია, გრძელი ბრჭყალებითა და დიდი ყურებით. მათ ახასიათებენ როგორც ჭკვიან და აქტიურ ცხოველებს, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე არ კარგავენ სიფიცხესა და ენერგიულობას, ვერ იტანენ მარტოობას და ურჩევნიათ დრო გაატარონ ადამიანთან, კატასთან ან, თუნდაც, ძაღლთან ერთად. ჩაუზის ჯიშის კატის ფასი 8-10 ათასი დოლარია
ჩაუზი - Sputnik საქართველო
6/7
ერთ-ერთი უიშვიათესი შინაური კატის ჯიშია, რომელიც აბისინური და აფრიკული ველური კატების შეჯვარებით გამოიყვანეს. ამ ჯიშის პირველი წარმომადგენელი აშშ-ში 60-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. მათი საშუალო წონა 4-8 კილოა. ჩაუზი მოკლებეწვიანი მოხდენილი ჯიშია, გრძელი ბრჭყალებითა და დიდი ყურებით. მათ ახასიათებენ როგორც ჭკვიან და აქტიურ ცხოველებს, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე არ კარგავენ სიფიცხესა და ენერგიულობას, ვერ იტანენ მარტოობას და ურჩევნიათ დრო გაატარონ ადამიანთან, კატასთან ან, თუნდაც, ძაღლთან ერთად. ჩაუზის ჯიშის კატის ფასი 8-10 ათასი დოლარია
CC0 / Wikipedia / Jason Douglas / Savannah catყველაზე ძვირადღირებული კატის ჯიში, რომელიც აფრიკული სევალისა და შინაური კატის ჰიბრიდიზაციის გზით შექმნეს. ამ ჯიშის გამოყვანა აშშ-ში მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს, თუმცა პირველი კნუტები სამყაროს 1986 წელს მოევლინნენ. სავანას წონა 15 კილომდეა, სიმაღლე კი - 60 სმ, რამაც შინაურ კატებში ისინი ყველაზე დიდებად აქცია. სავანას აქვს გრძელი ფეხები, დიდი დაკუნთული სხეული, მაღალი წვეტიანი ყურები, ასევე ხშირი და კოპლიანი ბეწვი. სავანები ცნობილები არიან ინტელექტის მაღალი დონით, მშვიდი ხასიათით, ცნობისმოყვარეობიტა და აქტიურობით. ამ ჯიშის კატები კარგად ეგუებიან ახალ პირობებში ცხოვრებას, თუმცა სჭირდებათ დიდი სივრცე სათამაშოდ და სარბენად. კარგად ეწყობიან სხვა ცხოველებს, უყვართ წყლის პროცედურები და სეირნობა. მათი ფასი 4-დან 50 ათას დოლარამდე მერყეობს
სავანა - Sputnik საქართველო
7/7
ყველაზე ძვირადღირებული კატის ჯიში, რომელიც აფრიკული სევალისა და შინაური კატის ჰიბრიდიზაციის გზით შექმნეს. ამ ჯიშის გამოყვანა აშშ-ში მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს, თუმცა პირველი კნუტები სამყაროს 1986 წელს მოევლინნენ. სავანას წონა 15 კილომდეა, სიმაღლე კი - 60 სმ, რამაც შინაურ კატებში ისინი ყველაზე დიდებად აქცია. სავანას აქვს გრძელი ფეხები, დიდი დაკუნთული სხეული, მაღალი წვეტიანი ყურები, ასევე ხშირი და კოპლიანი ბეწვი. სავანები ცნობილები არიან ინტელექტის მაღალი დონით, მშვიდი ხასიათით, ცნობისმოყვარეობიტა და აქტიურობით. ამ ჯიშის კატები კარგად ეგუებიან ახალ პირობებში ცხოვრებას, თუმცა სჭირდებათ დიდი სივრცე სათამაშოდ და სარბენად. კარგად ეწყობიან სხვა ცხოველებს, უყვართ წყლის პროცედურები და სეირნობა. მათი ფასი 4-დან 50 ათას დოლარამდე მერყეობს
ყველა ახალი ამბავი
0