თბილისი, 4 ნოემბერი —Sputnik. წალენჯიხაში, სოხუმის ქუჩაზე ბამბის გადამამუშავებელ საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
თვითმხილველების ცნობით ადგილზე დიდი დაკვამლიანებაა.
საწარმო ყოფილ ყრუ-მუნჯთა საზოგადოების შენობაში იყო განთავსებული. მეხანძრეებმა შენობის გადარჩენა შეძლეს, თუმცა საწყობში არსებული ბამბა მთლიანად დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ბამბის საწარმო კერძო საკუთრებაა და მეპატრონეები ზარალს თავად დაითვლიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.