თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I საარტილერიო ბრიგადის ბატალიონ „დანამ“ სამკვირიანი წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საარტილერიო სწავლებაში 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სწავლება მიზნად ისახავდა ბატალიონ „დანას“ შემოწმებას, თუ რამდენად შეუძლია მას თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას, ბატალიონის/ბატარეის შემადგენლობაში სამანევრო ქვედანაყოფებისთვის საცეცხლე მხარდაჭერა.
სამკვირიანი სწავლება სამ ფაზად ჩატარდა. პირველ ეტაპზე მეცადინეობები ასეულის შემადგენლობით განხორციელდა, მომდევნო ეტაპზე ბატალიონის კოორდინაციის ელემენტები დაიხვეწა. მესამე, დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა.
პირველი ბრიგადისთვის წელს ეს უკვე მეოთხე არტილერიული სწავლებაა. მასში მონაწილეობა მიიღო 800-მდე სამხედრომ, რომლებმაც თვითმავალ ჰაუბიცა „დანასთან“, საცეცხლე რეაქტიულ სისტემა BM-21-თან და ნაღმმტყორცნებთან მუშაობის უნარები აჩვენეს.