მექსიკაში ბოლო 15 წლის განმავლობაში ნავთობის უდიდესი საბადო აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშინავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, მექსიკის ახალ საბადოზე ნავთობის რეზერვების თავდაპირველ მოცულობას 1,5 მილიარდ ბარელად აფასებენ

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. კომპანია Pemex-მა მექსიკის შტატ ვერაკრუსში ბოლო 15 წლის განმავლობაში ნავთობის და თანმდევი ბუნებრივი აირის უდიდესი ზედაპირული საბადო აღმოაჩინეს, იუწყება РИА Новости ქვეყნის პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოზე დაყრდნობით.

„საწყისი კვლევები აჩვენებს, რომ ნავთობის რეზერვების თავდაპირველ მოცულობას 1,5 მილიარდ ბარელად აფასებენ, რაც შეიძლება ЗР-ს მარაგის (დადასტურებული, სავარაუდო და შესაძლებელი) 350 ბარელელის მოცულობას ნიშნავდეს“, — განაცხადა პენია ნიეტომ ქალაქ ტულაში მდებარე ნავთობმომპოვებელ ქარხანაში გამართულ ცერემონიაზე.

მექსიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალ საბადოზე სახელწოდებით „იქსაჩინ-1“ მოპოვება უახლოეს მომავალში  შეიძლება დაიწყოს. საბადოსთან ახლოს მდებარეობს სათანადო ინფრასტრუქტურა, რაც ნავთობის გადამუშავებას გაამარტივებს და მის თვითღირებულებას შეამცირებს. 

აფეთქება ნავთობის პლატფორმაზე - Sputnik საქართველო
ლუიზიანაში ნავთობის პლატფორმაზე აფეთქება მოხდა

ნავთობის მრეწველობა მექსიკის ეკონომიკის წამყვანი დარგია. მეტიც, დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელის მოპოვების გათვალისწინებით, მექსიკა მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ბოლო წლების ტენდენციებმა მოპოვების შემცირება გამოიწვია, თუმცა 10 წლის წინ ნავთობის სახელმწიფო კომპანია Pemex-მა დღეში რეკორდულ 3,38 მილიონ ბარელის წარმოებას მიაღწია. ახლა ხელისუფლება სიტუაციის შეცვლას და მოპოვების გაზრდას ცდილობს.

სექტემბერში Pemex-მა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება მიწისძვრებისა და ქარიშხლების გამო შეამცირა.

1938 წელს მოხდა ნაციონალიზაცია უცხოური სანავთობე საწარმოების, რომლებიც მექსიკაში ნავთობმოპოვების 90%-ს ახორციელებდნენ. შედეგად მთელი დარგი აღმოჩნდა მონოპოპიზირებული სახელმწიფო კომპანია Petroleos Mexicanos-ის (Pemex) ხელში.


ყველა ახალი ამბავი
0