რუსეთის რკინიგზა საქართველოში მარცვლეულის ექსპორტზე ფასდაკლებას აწესებს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის რკინიგზა. სატვირთო მატარებელი
რუსეთის რკინიგზა. სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის რკინიგზა სასაზღვრო გაგადასვლელ სამურზე არანაკლებ 1,5 მილიონ ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირების პირობებში მზად არის 40%-იანი ფასდაკლება დააწესოს

თბილისის, 3 ნოემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ-კავკასიის რკინიგზის სასაზღვრო გადასასველ სამურზე საქართველოს მიმართულებით რუსეთის რკინიგზით მარცვლელულის საექსპორტო გადაზიდვებზე ახალი ფასდაკლებები დაწესდა, იუწყება РИА Новости რუსეთის რკინიგზის მასალებზე დაყრდნობით.

2017 წლის ივლისში 2018 წლის 30 ივნისამდე კომპანიამ ტარიფზე თითქმის 40%-იანი ფასდაკლება დააწესა, 1,3 მილიონი ტონა გადაზიდვების პირობით.

ცვლილებების თანახმად, ამიერიდან ფასდაკლება გაკეთდება სამურზე გადაზიდვების დროს, თუ ტვირთის ოდენობა არანაკლებ 1,5 მილიონ ტონას შედაგენს და თუ საქართველოსთვის განკუთვნილი გადაზიდვების მოცულობა (სამურის გავლით) არანაკლებ 200 000 ტონას შეადგენს. გადაზიდვების გარანტირებული მოცულობის შესრულება რუსეთის რკინიგზასთან დადებული სახელშეკრულებო ვალდებულებებით უნდა დაფიქსირდეს.

ფასდაკლება დაწესებულია ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში მარცვლეულის გადაზიდვებზე.

ყველა ახალი ამბავი
0