ნეირობიოლოგებმა iPhone-თი გატაცება რელიგიად შეაფასეს

© REUTERS / Stephen LamiPhone - Apple
iPhone - Apple - Sputnik საქართველო
გამოწერა
სწავლულები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც Apple-ს პროდუქციის თაყვანისმცემლის ტვინის სკანირება ჩაატარეს.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ნეირობიოლოგებმა ჩატარებული კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ „ეფლის“ პროდუქციაზე ფიქრისას თავის ტვინის ის სფეროები აქტიურდება, რომლებიც რელიგიურ თემატიკაზე საუბრისას.

ახალი iPhone X უჩვენეს ახალი მედია-ღონისძიების დროს კომპანიის Apple ახალი ოფისში კუპერტინოში, კალიფორნია - Sputnik საქართველო
Apple-ის ახალი ტექნოლოგიები: ახალი iPhone და მისი ყველა საიდუმლო ფუნქცია

სწავლულები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც Apple-ს პროდუქციის თაყვანისმცემლის ტვინის სკანირება ჩაატარეს. კვლევის ობიექტის თქმით, 24 საათის განმავლობაში აქვს შეხება საყვარელი ბრენდის პროდუქციასთან და შესაბამისად, გამუდმებით უტრიალებს თავში ფიქრები მათზე.

თავის მხრივ, ანთროპოლოგებმა, გაფორმების სიმკაცრისა და მოწყობილობების ლოგოტიპის გათვალისწინებით,  გამოთქვეს მოსაზრება, რომ „ეფლის“ გაჯეტები ეკლესიებს ჩამოჰგავს.

როგორც გამოცემა World Religion News-ი წერს, ახალი „რელიგიის“ ღვთაება სტივ ჯობსია, რომელმაც ასობით მილიონ ადამიანს შთაგონა, შეეძინათ Apple-ს პროდუქცია.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები ახალი iPhone X-ის მსოფლიო გაყიდვაში გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე იკავებდნენ რიგებს ბრენდის მაღაზიებთან.

ყველა ახალი ამბავი
0