ბათუმის პორტს ნატოს მე-2 ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის სამხედრო ხომალდები ეწვია მეგობრული ვიზიტით. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები ბათუმის პორტიდან.
ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო მე-2 შენაერთის (SNMCMG2) საფლანგო ხომალდი REGELE FERDINAND და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდი, რომლებიც თურქეთის დროშით ცურავენ, ბათუმის პორტში ჩამოდგნენ. მიმღები მხარეები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბულგარეთის საელჩო.
ნატოს ხომალდები ბათუმის პორტში 6 ნოემბრამდე იქნებიან და მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში. ეს ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო მე-2 შენაერთის უკვე მეორე ვიზიტია, რომელიც ალიანსის სწრაფი რეაგირების საზღვაო კომპონენტია საქართველოში.