თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ეს თარიღი განსაკუთრებულია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, რადგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის სუვერენიტეტს, — ამ სიტყვებით ულოვავს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს დიპლომატის დღეს.
ქართველი დიპლომატები პროფესიულ დღეს 2004 წლიდან აღნიშნავენ. თარიღი — 4 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღესთანაა დაკავშირებული, რომელიც XVI-XVII საუკუნეებში მოღვაწეობდა.
„სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან დღემდე ჩვენმა ქვეყანამ არაერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, რაც ქართული დიპლომატიის დამსახურებაა. უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ასოცირების შეთანხმება, თანამშრომლობის ახალი საერთაშორისო პროექტები, ხელშეკრულებები — ყველა ამ წარმატებაში განუზომელია ქართული დიპლომატიის წვლილი და ძალისხმევა", — ნათქვამია მარგველაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
თანამედროვე ქართული დიპლომატიის ისტორია 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იწყება. საქართველომ პირველი დიპლომატიური ურთიერთობა გერმანიასთან დაამყარა.