საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ბიოლოგიურ მტერს ეძებენ

CC BY 2.0 / Mike Lewinski / On the light bulbაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებისთვის სპეციალური ბიოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა იგეგმება

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინიციატივით სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც უნდა შეისწავლოს მავნებლის წინააღმდეგ ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხი, იუწყება სააგენტო Новости-Грузия სურსათის ეროვნული სააგენტოზე დაყრდნობით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები აღნიშნულ საკითხზე მუშაობის პროცესში ჩაერთვებიან და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილებას განიხილავენ, რათა ის საქართველოში გამოიყენონ. ამასთან, კონკრეტულად რომელ ბიოლოგიურ მტერზე მიდის საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.

ციტრუსების პლანტაცია ჩაქვში - Sputnik საქართველო
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა: ციტრუსების შეწამვლის დროა

უწყების გადაწყვეტილებით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ანასეულში ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში დაიგეგმა ბიოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა, სადაც მეცნიერები აღნიშულ საკითხებზე იმუშავებენ.

სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფში გაერთიანებული არიან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები. ჯგუფს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე უხელმძღვანელებს.

აზიური ფაროსანა საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. გასულ ზაფხულს მავნებელმა სერიოზული ზიანი მიაყენა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას, სადაც მავნებლებმა არამარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელ სახლებშიც დაიდეს ბინა. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა. დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი ფაროსანას თითქოსდა კბენის შემდეგ ალერგიულ რეაქციებზე საუბრობდა.

მავნებლებს სითბო უყვართ და ამიტომაც სახლებში ცდილობენ შეღწევას. ისინი იზამთრებენ წიგნის თაროებზე, დივნებისა და საწოლების ქვემოთ, კედლების ბზარებში, სათავსოებში და ა.შ. ამასთან, სახლებში აზიური ფაროსანა არ მრავლდება.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარი ინფექციონისტი აზიური ფაროსანას შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახლში ფაროსანას შემოღწევისგან დასაცავად სააგენტო რეკომენდაციას იძლევა, რომ მოსახლეობამ ფანჯრებსა და კარებზე დამცავი ბადეები გამოიყენონ, სახლიდან გაიტანონ ყველა მცენარე და გარდა ამისა, მავნებლებს სახლში შემოსაღწევი ყველა ალტერნატიული გზა მოუსპონ.

შენობებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება მექანიკური განადგურებაა. ასევე შეიძლება მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ მავნებლის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, მტვერსასრუტს უსიამოვნო სუნი ექნება.

სპეციალისტების სიტყვებით, აზიური ფაროსანა ტემპერატურის კლების გამო საცხოვრებელი სახლებისა და ქალაქებისკენ მიგრირებს. მავნებელს რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილის გადალახვა შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0